მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველდღიურად 50 გრ. ბეკონის, ძეხვის, სოსისისა და მსგავსი პროდუქტების მიღება, 15-30% - ით ზრდის კიბოთი დაავადების რისკს. შვედეთის კაროლინის ინსტიტუტის მეცნიერების კვლევებმა დაასაბუთეს, რომ დამუშავებული ხორცის მოხმარებასა და კუჭის კიბოს შორის ურთიერთკავშირია. ამაში ხორცი კი არ არის "დამნაშავე", არამედ ნიტრატები და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლის გარეშეც თითქმის ვერსად იყიდით ამ სახეობის საკვებ პროდუქტს.