საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ავრცელებენ. ჯგუფის წევრები შეაიარაღებულნი იყვნენ. ათენის პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 7 საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები არიან. დაკავებულთაგან სამი ქალია. დაკავებულებს შეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად.
იხილეთ:
კიდევ 2 დაკავებული ქართველი საბერძნეთში - დაკავებულების ჩხრეკისას ნარკოტიკები აღმოაჩინეს