სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თაფლის ტენდერში მონაწილე კომპანიას "ვ.ტ"-ს, დისკვალიფიკაცია მიანიჭა, შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები რუსული წარმოების თაფლს აღარ იყიდიან. სააგენტოს ცნობით, დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა კომპანიის მიერ წარდგენილი თაფლის ნიმუში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი იანვარში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი იყო მილიონ 24 ათას 800 ლარის ღირებულების 73 ათასზე მეტი კილოგრამი თაფლის შესყიდვაზე. ტენდერის თანახმად ნატურალური თაფლის მიწოდება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, სასაზღვრო პოლიციისთვის და სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის იგეგმებოდა.