ოკუპირებულ აფხაზეთში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 12 მარტს სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა - ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.ადგილობრივების თქმით, სინამდვილეში კვარაცხელია, რუსმა სამხედროებმა დააკავეს, რომლებთანაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგად რუსებმა მანქანა გამოიძახეს, ახალგაზრდა ჩასვეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზის მიმართულებით წაიყვანეს.