ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.
ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი სტრატეგია აირჩია და საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს.