ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას და განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება. "ძალიან სევდიანი დღე", - წერს იან კელი.
ამერიკელი კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ნიკა მელიას დაკავება "თავდასხმად" შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებულია. ადამ კინზინგერი მთავრობას მოუწოდებს, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას და აღნიშნა რომ ყველანი თავლყურს ადევნებენ მიმდინარე პროცესებს.
ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონიც. მისი თქმით, შეძრულია დღეს დილით "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში განვითარებული სცენით.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.