ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბათუმში მომხდარ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, პრეზიდენტი ელოდება სიტუაციის კარგ ანალიზს და დამნაშავეების გამოვლენას. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის - დასჯილი.