ძალიან მეეჭვება, რომ მე-2 ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში,იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს,- ამის შესახებ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟოროტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი კიდევ ერთხელ მოპარა.