იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩავარდნას მიესალმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალიან კარგია, რომ საქართველოში ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემა არ დამტკიცდა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტის ჩავარდნა არის გარანტია, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად ქვეყანაში სტაბილურობა იქნება.
თეა წულუკიანი, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის პროტესტსაც და აშნიშნა, რომ როდესაც ვარდებით იწყებ და ბოქლომებით ასრულებ, ეს გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა.