ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს.