წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქართული ბრენდი იქმნება, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ. მათ შორისაა ტანსაცმლის ბრენდები, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი და, ხშირ შემთხვევაში, იაფი პროდუქციითაც გამოირჩევიან.
"პარაისო" ერთ-ერთი იმ ქართულ კომპანიათაგანია, რომელიც ქართველ მომხმარებლის ტანისამოსის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბრენდი გამორჩეულია ფერადი კოლექციების, ყოველდღიური კაბებისა თუ კლასიკური სამოსის ფართო არჩევანით, რომელიც მუდმივად განახლებადია. ბრენდს, ასევე გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხარისხთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს არჩევანის გაკეთებაში.
კომპანია 2016 წელს დეიდაშვილებმა, თამთა ფურთუხიამ და თეონა ფერაძემ დააფუძნეს. საქმე მინიმალური ბიუჯეტით, 100 ლარის ოდენობით დაიწყეს, რითიც ადგილობრივ ბაზარზე ქსოვილები შეიძინეს, რის შემდეგაც სამკერვალოების მოძიება და მზა პროდუქციის ონლაინ გაყიდვებით მიწოდება დაიწყეს.
"პარაისოს" ბრენდი ქალის ტანისამოსის ხაზით მუშაობს და მისი პროდუქცია 16 დან 50 წლამდე ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, კომპანია სამომავლოდ გეგმავს, ყველა სეგმენტზე იმუშაოს და კოლექცია მამაკაცისა და ბავშვის ტანისამოსითაც გაამდიდროს.
კომპანია ქსოვილების 70 პროცენტს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად უწევთ საერთაშორისო გამოფენებზე სიარული, ჰყავთ რამოდენიმე მომწოდებელი და ისეთ ქსოვილებს, რომლის შეძენასაც ვერ ახორციელებენ ადგილობრივ ბაზარზე, ყიდულობენ უცხოელი პარტნიორებისგან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბრენდის ხარისხსა და ინდივიდუალურობას.
პარაისო დღეს საქართველოში წარმოდგენილია ორი ფილიალით, პირველი ფილიალი 2017 წელს მიცკევიჩის 6 ნომერში გაიხსნა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე კი, კომპანიამ გადაწყვიტა მეორე ფილიალიც დაემატებინა გალერეა თბილისში.
პარაისოს ტანისამოსზე მაღალი მოთხოვიდან გამომდინარე ბრენდი, სამომავლოდ, თავისი პროდუქციის უცხოურ ბაზრზე გატანასაც გეგმავს, კომპანიის მთავარი მიზანია ტანისამოსმა წარწერით „დამზადებულია საქართველოში“, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის გარდერობში დაიმკვიდროს ადგილი.