პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, ძალადობრივ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. ის პირველი და მეორე მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მას დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.