კინოთეატრ ამირანთან განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი აფასებს. მისი შეფასებით, ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები და ეს იყო წინასწარ დაანონსებული და იყო მოწოდებები ძალადობისკენ. სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომლის მსხვერპლიც კინოთეატრ „ამირანთან“ მისული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი გახდა. სახალხო დამცველი დამამძიმებელ გარემოებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზეც უნდა იმსჯელოს. ომბუდსმენმა ანი სუბელიანი საავადმყოფოში მოინახულა.