ბლოკი "ძალა ერთობაშია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილობით მიმართავს. ოპოზიცია მოითხოვს, განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, ბიულეტენების ბათილად ცნობის შესახებ.
"ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, ბოლო არჩევნებზე, გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობამ დაახლოებით 4 პროცენტი შეადგინა, რაც 60 ათასი ხმაა. ბლოკის წევრების განმარტებით ამ მონაცემებს ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.