"ძალა ერთობაშია" აუდიტის სამსახურს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს და მოითხოვს, რეაგირება მოახდინონ თბილისში წუხელ მომხდარ ფაქტზე.კერძოდ, "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, წუხელ დედაქალაქის ქუჩებში სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ უკანონო სააგიტაციო მასალებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ძალა ერობაშია შესაბამის ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.