გერმანიაში, ქალაქ პასაუში მსოფლიოში პირველი, ტაქსას ჯიშის ძაღლების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილია ყველა ნივთი და ფოტო, რომელიც ტაქსას ჯიშის ძაღლებს ეხება; ლეგენდარული პაბლო პიკასოს მიერ დახატული ძაღლი, აინშტაინი და კენედი ძაღლთან ერთად.
კოლექციას მუზეუმის მეპატრონე 25 წლის განმავლობაში აგროვებდა. ყველაზე ნაყოფიერი კი, გასული წლის შემოდგომა აღმოჩნდა, როცა მუზეუმისთვის ბელგიელი კოლექციონერისგან 2 ათასი ნივთი შეიძინეს და ჯამში 4 ათასი სხვადასხვა ექსპონატით შეავსეს მუზეუმის საგამოფენო სივრცე. აღსანიშნავია,რომ ტაქსა ეგვიპტეში ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 2 ათასი წლის წინ. როგორც ჯიში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა წლებში, - გერმანიაში.