DW-ის ცნობით, საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: არის ეკონომიური, ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ელექტრომობილების მასობრივმა წარმოებამ დააზარალა და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში მომუშავე ადამიანების, მათ შორის კი ბავშვების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
ორგანიზაციის ცნობით, ელექტრომობილების საწარმოებლად ყველაზე უფრო საჭირო მეტალს ლითიუმი წარმოადგენს. ლითონის მომპოვებელ მაღაროებში კი ასობით არასრულწლოვანი მუშაობს, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა.
ორგანიზაცია ელექტროძრავების მწარმოებელ კომპანიებს, მოუწოდებს რომ დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვეყნონ.