20 წელიწადში გერმანიაში მცხოვრები ყოველი მე-3 ადამიანი მიგრანტი ან მიგრანტის შთამომავალი იქნება. ამის შესახებ სტატიას Deutsche Welle გერმანიის დასაქმების ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერ ჰერბერტ ბრუკერის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, 2040 წლისთვის გერმანიის დიდი ქალაქების მოსახლოების 70% მიგრანტები იქნებიან. მეცნიერის აზრით, დღეს გერმანიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. შედეგად, 2060 წლისთვის ქვეყანას ყოველწლიურად დამატებით 400 ათასი ადამიანით მეტი დასჭირდება, რათა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, გერმანიაში 82 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლოების 76.4%-ს - გერმანელები, 9.8%-ს - ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეები, 3%-ს კი თურქები შეადგენენ.