ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლები. ჯამში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. პროექტი, ასევე ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმინდა ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 100 ათასი ლარია. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.