დუშეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც პალიტრანიუსს ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი დუშეთის შესასვლელთან აქციას მართავდნენ, რომლის მთავარი მოთხოვნა სამგზავრო ტარიფის ფასის კლებაა და კერძო კომპანიის მაგივრად, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა იყო.აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ, რისი საშუალებაც, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არ მისცეს და გზის სავალი ნაწილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რასაც ხმაური მოჰყვა.ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია ორსაბათს დღის მეორე ნახევრამდე შეაჩერონ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებას გამართავენ, რათა შემცირდეს სამგზავრო ტარიფი.