ჟურნალმა „ფორბსმა“ 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობების სია გამოაქვეყნა. ათეულში „კლდედ“ წოდებული დუეინ ჯონსონი 89 მილიონ 400 ათასი დოლარის შემოსავლით ლიდერობს. აღნიშნული თანხა მან 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში გამოიმუშავა.
რეიტინგში მეორე ადგილზე მარველის შურისმაძიებლების გმირი ქრის ჰემსვორთი მოსდევს, რომლის შემოსავალი 76 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო. მას მოსდევს 66 მილიონი დოლარით შურისმაძიებლების გმირი რობერტ დაუნი უმცროსი.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ჰოლივუდის ცნობილი სახეები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, ტომ კრუზი, ბრედ პიტი და სხვა.