07:38
19 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დუბროვნიკში კაფეებსა და რესტორნებს კლიენტების შენობის გარეთ მომსახურება აეკრძალებათ
08-11-2019

2020 წლიდან ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში კაფეებსა და რესტორნებს კლიენტების შენობის გარეთ მომსახურება აეკრძალებათ. ამის შესახებ სტატიას Business Insider-ი ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დუბროვნიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ქალაქში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სცენების გადაღება გახდა. სერიალში დუბროვნიკის ისტორიული ნაწილი შვიდი სამეფოს დედაქალაქად იყო წარმოდგენილი.

თუმცა, პოპულარობის ზრდასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ქალაქი დიდი რაოდენობის ტურისტების ნაკადს ვერ უმკლავდება და რეგულაციების გატარება გახდა საჭირო. დუბროვნიკის მერის ინიციატივით, ქალაქში არსებულ რესტორნებსა და კაფეებს მომავალი წლიდან მაგიდების შენობიდან გამოტანა და კლიენტების მომსახურება აეკრძალებათ. ამასთან, ახალი რესტორნების გასახსნელად არსებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

AutoPlay
კონკურენციის სააგენტომ, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ჩინეთში იანვარში უცხოურმა ინვესტიციებმა 12,68 მილიარდი დოლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
CNN - მსოფლიოში ზამთრის კურორტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
"თიბისი კაპიტალმა" ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
დასახელდა უდიდესი თანხა, რომელსაც ჩინეთი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დახარჯავს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
აშშ ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო ტარიფს გაზრდის
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები