დუბაიში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორე არაბული ქვეყანა გახდება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც Pfizer/BioNTech-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს.
დუბაის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.
ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება.