დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაშის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულთა შორსი 3 დიდი ბრიტანეთის, ერთი კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეა.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრიმავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.