დუბაიში ერთი თვის წინ გარდაცვლილი 57 წლის ქართველი მეზღვაურის, მალხაზ ნადარეიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ცხედრის გადმოსვენებას ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მეზღვაური დუბაიში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. ოლია ნადარეიშვილის ინფორმაციით, გემზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია მისთვის სარწმუნო არ არის.დაღუპულის მეუღლე საქმის გამოძიებასა და ცხედრის დროულად გადმოსვენებას ითხოვს.მისი ინფორმაციით, შემთხვევა 12 ივლისს მოხდა.