"დროშები მტვერში" - მე-20 საუკუნის ამერიკელი მოდერნისტი მწერლის, ესსეისტის,სცენარისტის, პოეტის უილიამ ფოლკნერის რომანი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე.
ავტორმა წიგნის წერა 1927 წელს დაასრულა, თუმცა მისი გამოცემა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოხერხდა. თავდაპირველად ფოლკნერმა 7 გამომცემლობისგან მიიღო უარი წიგნის დაბეჭდვაზე, მიუხედავად ბევრი უარისა, ავტორი დარწმუნებული იყო, რომ ეს წიგნი აქცევდა მას ნამდვილ მწერლად.