ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ის ორი რეკომენდაციაა, რომელზეც კომისიამ მომავალში უნდა იმსჯელოს. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, რეკომენდაციები საგამოძიებო ორგანოსადმია განკუთვნილი და ორ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხება. საია-ს თავმჯდომარეს ასევე აინტერესებს კომისიის წევრების პოზიცია, 2017 წლის 1-ელი დეკემბრისა და მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და საგამოძიებო ორგანოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.