ზაჰესში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორთან მოძრაობა "საქართველოსთვის” წევრებმა სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.აქტივისტების განცხადებით, გიორგი მუმლაძეზე ძალადობა ბევრჯერ განხორციელდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება არასრულფასოვნად აწარმოა.
შეგახსენებთ, "მოძრაობა საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი მუმლაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.