ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ დროა, საქართველოს მთავრობა "საქმეს შეუდგეს". ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა და გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეა საუბარი.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია და მზად არიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება.