"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა - პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას" - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციები სიტყვით გამოსვლისას - Palitra News

"დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა - პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას" - სალომე ზურაბიშვილის შვილის ემოციები სიტყვით გამოსვლისას

2018-10-25 14:56:56+04:00

კანდიდატი, რომელსაც ქალბატონი სალომეთი მიმართავთ და რომელიც ალბათ, კვირას ქალბატონი პრეზიდენტი იქნება, ჩვენთვის ყოველთვის დარჩება უბრალოდ დედად, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თემურ გორჯესტანმა სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილის ვაჟმა მის ოჯახს მადლობა გადაუხადა, რადგან სცენაზე იდგა და ქართული ენის თარჯიმანი არ დასჭირდა.

იხილეთ:

"ჩემი საქართველო აქ არის" - სალომე ზურაბიშვილთან ერთად სცენაზე ასული ქართული შოუბიზნესის წარმოამდგენლები და სიმღერა სპორტის სასახლეში