გერმანიის ქალაქ დრეზდენში ცირკიდან ოთხი ზებრა გაიქცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ერთ-ერთი გაქცეული ზებრა გამვლელმა გადაიღო. როგორც ცნობილია, მოგვიანებით პოლიციამ ზებრების დაჭერა შეძლო. თუმცა, ერთერთი პოლიციელი დევნის დროს დაშავდა. ერთი ზებრა კი დაჭერის შემდეგ სტრესისგან მოკვდა. რა ვითარებაში შეძლეს ზებრებმა გაქცევა უცნობია.