სტიქიის შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას ზარალის რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ხვალისთვის ეცოდინება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კახეთის გუბერნიის პრესსამსახურში განუცხადეს.მათი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში სეტყვამ დააზიანა ვენახები, სავარგულები და ხეხილის ბაღები. გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სეტყვის თავიდან აცილება დროულად მოხდა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თუმცა სტიქიისგან სრულად დაცვა ვერ მოხერხდა.”სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესწავლა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ უკვე მიმდინარეობს. ზარალის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ხვალ იქნება ცნობილი.მოსახლეობას ძირითადად ვენახები, სავარგულები და ხეხილის ბაღები დაესეტყვა.მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეებში სტიქიამ სხვადასხვა რაიონში სეტყვის საშიშროება შექმნა, დელტას გამოყენებით საფრთხე დროულად აღმოიფხვრა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველგან ვერ ხერხდება ღუბლის დაშლა”,-განაცხადეს კახეთის გუბერნიაში.მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ან გზების ჩახერგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შესული, შესაბამისად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.