ამერიკული სამრეწველო ინდექსი Dow Jones ბირჟის დახურვის მომენტისთვის ათას 86 პუნქტით ანუ 4,98%-ით გაიზარდა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ საბირჟო ინდექსის ყველაზე დიდი ზრდაა ერთ სესიაზე.როგორც ცნობილია, ორშაბათს, შობამდელ ბოლო საბირჟო დღეს Dow Jones-ის ინდექსმა 653,17 პუნქტიანი ანუ 2,91%-იანი ვარდნა განიცადა, რომელიც პროვოცირებული იყო ინვესტორების მოლოდინით, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებით, ნავთობზე ფასის კლებითა და დონალდ ტრამპის მიერ ფედრეზერვის კრიტიკით.