რუსეთს შესაძლოა ყველა მთავარ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა აუკრძალონ. მათ შორის, მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის მიზეზი, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, მოსკოვის მიერ სააგენტოსთვის გადაცემული ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში აღმოჩენილი "შეუსაბამობებია". ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით არსებობს ეჭვი, რომ ძველი მონაცემები წაშლილია. მათ მოსკოვს აღმოჩენილი "შეუსაბამობების" განსამარტად სამი კვირა მისცეს.