საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის (IOC) თომას ბახის განცხადებით, დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი - მშრალი სისხლის ანალიზი (DBS) არაუგვიანეს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უნდა დაინერგოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ის უკვე 2020 წლის თამაშებზეც გამოიყენონ. დოპინგთან ბრძოლის ახალი იარაღის - ეგრეთ წოდებული მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირების უპირატესობათა შორის სახელდება სინჯისთვის ასაღები სისიხლის მცირე რაოდენობა, სინჯების აღების და ნიმუშების ტრანსპორტირების სიმარტივე, შესანახად ნაკლები სივრცე, პროცედურების სიიაფე. ამასთან, სინჯი მალე არ დეგრადირდება. ეს მეთოდი უფრო სპორტსმენთა დიდ რაოდენობას მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს.