დონეცკის ე.წ.ლი „სახალხო რესპუბლიკის“ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სიკვდილით დასჯის გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებენ. მანამდე, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ ორ ბრიტანელსა და მაროკოს მოქალაქეს, ე.წ.ლი ტერორიზმის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა, რაც ევროპულმა სასამართლომ დაგმო და რუსეთს მოუწოდა არ დაესაჯათ ტყვეები. საპასუხოდ კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ექვემდებარება.