დონბასში, 21-22 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ჯერ დაირღვა - ინფორმაციას უკრიანის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინულ პოზიციებზე 21 მაისს 8-ჯერ განხორციელდა იერიში, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ორჯერ დაირღვა 22 მაისს დილიდან. შტაბის ინფორმაციით, მათ მოწინააღმდეგეებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, ინციდენტების შესახებ კი ეუთოს ეცნობა. უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. ჯგუფის მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი მოქმედების არეალში მოწინააღმდეგე მხარემ 22 მაისს ცეცხლი გახსნა. უკრაინულ პოზიციაზე სნაიპერების იერიშის შედეგად, უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, რომლის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის მხარე აცხადეს, რომ საპასუხო ცეცხლი მათაც გახსნეს.