რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 12 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3-ჯერ დაარღვიეს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენებაშია აღნიშნული.
შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. ამასთან, უკრაინული სამხედრო დანაყოფების მიმართულებით ყუმბარები ისროლეს.
„ამის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაშავდა კიდევ ორი სამხედრო”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.