ამ ტრიბუნიდან მინდა ხმამაღლა განვაცხადო - საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტუსკის განცხადებით, საბჭოთა კავშირის კოლაფსი პოზიტიური იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და რუსეთისთვისაც.
მისი თქმით, 2019 წელი ევროპისთვისაც სიმბოლური დროა, ვინაიდან ევროპაშიც სხვადასხვა ღონისძიება აღინიშნება. დონალდ ტუსტი საქართველოს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.