დონალდ ტუსკი გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებულია - Palitra News

დონალდ ტუსკი გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებულია

2020-06-18 09:02:31+04:00

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეშფოთებულია იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. ტუსკი საქართველოს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.