ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიტანეთს ბრექსითის გადავადების 12-თვიან მოქნილ გრაფიკს სთავაზობს. ამის შესახებ ბიბისის ცნობით, ევროკავშირის წყარო იტყობინება. ტუსკის გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს შეეძლება ევროკავშირიდან გასვლა მალევე, თუ პარლამენტი ბრექსითის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს, თუმცა, ეს ყველაფერი ევროკავშირის ლიდერებთან მომდევნო კვირის სამიტზე უნდა შეთანხმდეს. შეგახსენებთ, ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს უნდა გასულიყო, თუმცა, ბრიტანეთის პარლამენტის მხარდაჭერა პრემიერ ტერეზა მეის ვერცერთმა შეთავაზებამ ვერ მოიპოოვა, შედეგად ბრექსითი მოკლე ხნით 12 აპრილამდე გადაავადეს.