დონალდ ტუსკი ბრიტანელებს მოუწოდებს არ დათმონ და შეაჩერონ ბრექსითი. ტუსკი, რომელიც მალე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროპული ბლოკის დატოვების შემთხვევაში "მეორე დონის მოთამაშე" ქვეყანა გახდება.
"ბრექსითი, შესაძლოა, წლის დასაწყისში განხორციელდეს. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ძალებს არ აღემატებოდ, რომ თავიდან ამეცილებინა შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარი და გავწელე დროში ეს პროცესი, რათა ბრიტანელების გულებში ცვლილებები მომხდარიყო. ერთადერთი სიტყვა, რაც თავში ახლა მომდის არის - არ დათმოთ", - განაცხადა დონალდ ტრუსკმა. შეგახსენებთ, ბრექსითი 31 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, რამდენიმე თვით კვლავ გადავადდა.