ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრექსითის გადავადების შესახებ ბრიტანეთის პრემიერის წერილს განიხილავს. როგორც ტუსკმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ბლოკში უახლოეს დღეებში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა გაეგზავნა, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო. კერძოდ, თემთა პალატამ "ბრექსითის" გადავადებას დაუჭირა მხარი.
თვად ბორის ჯონსონი გადავადების მომხრე არაა და აცხადებს, რომ ბრექსითი 31 ოქტომბერს აუცილებლად განხორციელდება.