აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ტესტმა კორონავირუსზე მეორედაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტესტი პრეზიდენტმა დილით ჩაიტარა და პასუხი 15 წუთში მიიღო. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი ტესტი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან უმასპინძლა, მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა.