აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ვაჭრობის შესახებ მიღებულ ახალ განკარგულებაზე ხელის მოწერა დაავიწყდა. ოვალურ კაბინეტში გამართული ხელმოწერის ცერემონია ტრამპმა ისე დატოვა, რომ ამ განკარგულებებზე ხელი არ მოუწერია. ტრამპის შეჩერება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა სცადა, თუმცა ბოლოს, მან დოკუმენტები იმ ოთახში გაიტანა, სადაც პრეზიდენტი გავიდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ოვალური დარბაზი ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ დატოვა, რომელიც პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს მაიკლ ფლინს ეხებოდა. ფლინმა თანამდებობა 13 თებერვალს დატოვა და მზად არის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ჩვენება მისცეს.