აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 49 წლის ნილ გორსუჩი წარადგინა. დონალდ ტრამპის მიერ გორსუჩის დანიშვნის მთავარი მიზანი, სასამართლოში კონსერვატიული უმრავლესობის აღდგენა და ისეთ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებაა, როგორებიც აბორტი, იარაღის კონტროლი, რელიგიური თემები და სიკვდილით დასჯაა. ბოლო 25 წლის განმავლობაში გორსუჩი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. ნილ გორსუჩი რელიგიური უფლებების მხარდაჭერითაა ცნობილი.