აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-სთან გარიგებების აკრძალვის შესახებ. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ByteDance-სთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება.
„აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა მსგავსი განკარგულება ჩინური კომპანია Tencent-ის კუთვნილი აპლიკაციის, WeChat-ის, აკრძალვის მინზითაც გამოსცა.