დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ორი ბიზნეს საბჭო გააუქმა. ამის შესახებ როიტერსი იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა შარლოტსვილშიმომხდარი არეულობის შემდეგ მიიღო. საბჭოს თანამშრომლებმა პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს და პროტესტის ნიშნად 7-მა დირექტორმა საბჭოს დატოვების შესახებაც განაცხადა.მათი უკმაყოფილება ტრამპის იმ განცხადებამ გამოწვია, რომელშიც პრეზიდენტმა არეულობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა. შეგახსენებთ, ვირჯინიის შტატის ქალაქ შსარლოტსვილში, 12 აგვისტოს ნეონაცისტებმა საპროტესტო მსხვლელობა მოაწყვეს, რაც მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა, შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 20- ზე მეტი მოქალაქე.