აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი მოაწერა. მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც "დაიცავს თავისუფალ სიტყვას ერთ-ერთი სერიოზული საფრთხისგან".
"სოციალური მედიის მონოპოლების მცირე ნაწილი აკონტროლებს შეერთებული შტატების ყველა საჯარო და კერძო კომუნიკაციის დიდ ნაწილს", - აღნიშნა მან. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელებით გაღიზიანება "ტვიტერის" მიერ მისი პოსტისთვის, ინფორმაციის გადამოწმების ბმულის დამატებამ გამოიწვია.
"ტვიტერმა" განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებდა.