აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს დააკისრა. მისივე თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ისრაელის პრემიერ მინისტრმაც, ბინიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო და აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას გამართლება არ აქვს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურის უფროსის, სტეფანი დიუჟარიჩის განცხადებით კი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, გაეროს უტყუარი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მიუღია და მომხდარს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ. მიუხედავად ამისა დიუჟარიჩმა ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება დაგმო. ბოლო მონაცემებით სირიაში,იდლიბის პროვინციაში შესაძლო ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 11 არასრულწლოვანია.